აშშ-ის სენატში ორპარტიული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლითაც უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად არის შეფასებული

0
194

შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად უნდა დაკვალიფიცირდეს.

კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ლინდსი გრემი, ასევე, დემოკრატი სენატორები ჯინ შაჰინი და ბენ კარდინი არიან.

“არ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, გენოციდია!”, – ამბობს რიში.

სენატორების შეფასებით, რუსეთი ამ სასტიკ ომში არა მხოლოდ კლავს ადამიანებს და ანადგურებს უკრაინის ტერიტორიას, არამედ ცდილობს გააქროს უკრაინული ენა, ისტორია და კულტურა. სწორედ ამიტომ, ამ რეზოლუციით სენატორები ითხოვენ, რომ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარონ, დაეხმაროს ამერიკა უკრიანას რუსეთთან ომში და საერთაშორისო გამოძიებას რუსი მაღალჩინოსნების დასჯაში.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 10
შემდეგი სტატიარუსული სანქცირებული საწვავი საჯარო უწყებებში | “ანტიკორუფციული მოძრაობა” ზურაბიშვილს მიმართავს და რეაგირებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური