მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობოებმა "მამხილებლის" მიერ გადაცემული, ხმების მობილიზების მასშტაბური სქემის დეტალები გაასაჯაროვეს

არასამთავრობოებმა “მამხილებლის” მიერ გადაცემული, ხმების მობილიზების მასშტაბური სქემის დეტალები გაასაჯაროვეს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “მამხილებლის” მიერ გადაცემული, მმართველი პარტიისთვის არჩევნებზე ხმების მობილიზების მასშტაბური გეგმა წარმოადგინეს – “მამხილებელი” სოსო გოგაშვილია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროვეს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ფაილები, რომლებიც კონკრეტულ ელექტრონულ მისამართებზე, სახელმწიფო უწყებებში 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაგზავნილი წერილებია კონკრეტული სიებით, რითაც, არასამთავრობოების განცხადებით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზება ხდებოდა.
აღინიშნა, რომ სიები იგზავნებოდა შსს-ს მაღალჩინოსნებთან, ასევე იუსტიციის სამინისტროში და ისინი შეიცავდა მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემსუბუქების, მართვის მოწმობის აღდგენის, მეწარმეებისთვის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეკომენდაციებს, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პირად მონაცემებს.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ხმების მობილიზების მასშტაბური გეგმა გაშიფრულია და ხელისუფლებას ამ ფაილების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...