შეწყვიტეთ თავდასხმა ამერიკის ელჩზე და დაიწყეთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკავშირმა გირჩიათ – ჯონ ჰერბსტი

0
224

რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედი და პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასული წევრები ჩვენს ელჩს და ჩვენს მთავრობას აკრიტიკებენ, არის ნათელი მცდელობა იმისა, რომ შეცვალონ თემა და როგორღაც უთხრან ქართველ ხალხს: ნუ იქნებით ჩვენზე გაბრაზებულნი იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრობის ეს შანსი არ შემოგვთავაზეს, გაბრაზდით იმის გამო, რომ უცხო ძალები ომში ჩვენს ჩართვას ცდილობენ. ეს ერთდროულად სასაცილოცაა, სკანდალურიც და სევდიანიც… ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისთვის ასეთი იქნებოდა: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ თავდასხმა ამერიკის ელჩზე და დაიწყეთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელთა განხორციელებაც ევროკავშირმა გირჩიათ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოთ. ვფიქრობ, ეს ორი რამ შეიძლება მხოლოდ ერთობლივად მოხდეს: ან ერთობლივად გათვალისწინებული იქნება, ან ერთობლივად უგულებელყოფილი. თუკი „ქართული ოცნების“ „ყოფილი“ წამყვანი და ახლანდელი წევრები განაგრძობენ ამერიკის კრიტიკას, ვეჭვობ, ვერც იმ ნაბიჯებს ვნახავთ, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული.

ამბობს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ჯონ ჰერბსტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

წინა სტატიარუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაიღუპა 2, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
შემდეგი სტატია38 750 ჯარისკაცი, 1 700 ტანკი, 3 905 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 20 ივლისის მონაცემებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური