რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაიღუპა 2, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

0
196

რუსეთმა ღამით კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქი ნიკოპოლი. კერძო სახლები დაინგრა და დაზიანდა, დაიღუპა ორი ადამიანი, 9 კი დაშავდა.

“მიზანმიმართულად ესროდნენ ნიკოპოლში საცხოვრებელ ზონას გრადებიდან, მათ 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს”, – თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ოლქის უფროსმა.

საავადმყოფოში 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულებს შორის ყველაზე პატარა 3 წლისაა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

წინა სტატიალუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა პატიმრების მობილიზაცია დაიწყეს – ისინი ადგილობრივებს არ ენდობიან
შემდეგი სტატიაშეწყვიტეთ თავდასხმა ამერიკის ელჩზე და დაიწყეთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკავშირმა გირჩიათ – ჯონ ჰერბსტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური