მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს – ნიკა გვარამია

0
189

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციისკენ მთავარი გზა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. მისი შეფასებით, დეოლოგარქიზაციის კანონის მიღება თავისი არსით, სასაცილოა.

“მთავარი რაუნდი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს. ძალიან სასაცილოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, მოლოდინი ამ კანონის. კანონები არ არის კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება…

სხვათა შორის ძალიან კარგია ეს გადავადება [დეკემბრის ბოლომდე] ძალიან კარგი, უკიდურესად. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ იყოს სიმწვავე. მოხდეს არა დეპოლარიზაცია, სრულიად არაკორექტული მგონია ეს ტერმინი, ბოდიში. დეესკალაცია. იმიტომ, რომ დეპოლარიზაცია ნიშნავს ორ თანაბარი პოლუსის არსებობას, რაც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვყავს მოძალადე და გვყავს მსხვერპლი. ყველა დანარჩენი არის მსხვერპლი. დეესკალაციისთვის 6 თვე, პირიქით გაზრდიდა ესკალაციის რისკს და ვერაფერს ვერ მოვასწრებდით. არაფერი არ მოხდებოდა რეალურად. ჩვენ მთავარი რაც გვჭირდება ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება დემოკრატიული არჩევნებისთვის, ყველაფერი დანარჩენი მოხდება შემდეგ”- ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, შეუძლებელია სასამართლო რეფორმის გატარება იმ ხელისუფლების მიერ, ვისაც სასამართლო აქვს დაპყრობილი. მას მაგალითად სლოვაკეთის შემთხვევა მოჰყავს და თქვა, რომ ამ ქვეყანასაც ბევრი შესასრულებელი პუნქტი დაუწესეს და ის ევროკავშირის წევრი გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს არის გზა, რომლითაც ევროკავშირი საკუთარ პოზიციას გამოხატავს – “თუ ოლიგარქი არის ხელისუფლებაში, ოლიგარქის შეცვლას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, გაშვებას არჩევნების გზით, ცხადია”,- ამბობს ნიკა გვარამია.

წინა სტატიანიკა გვარამია ევროპარლამენტარებსა და ელჩებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ – ნიკა გვარამია სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური