ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ – ნიკა გვარამია სააკაშვილზე

0
205

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამაიმ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოიკითხა და თქვა, რომ დარწმუნებულია ყველაფერი კარგად იქნება.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თუ გვინდა სიბნელე დავამარცხოთ, მაშინ შერჩევითები არ უნდა ვიყოთ იმ სიკეთეებში, რასაც ვიცავთ.

“მიშა სააკაშვილი ვახსენე და მინდა მოვიკითხო აქედან, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ, მინდა გავამხნევეო, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ სიბნელე, მაშინ ჩვენ თვითონ არ უნდა ვიყოთ შერჩევითები იმ სიკეთეებში რასაც ვიცავთ. სიკეთეების შერჩევითობა დამარცხების რეცეპტია. არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა დაგმოს და გაემიჯნოს უსრულა ფონ დერ ლაიენი, საოცრება, ნეტა მართლა არ წაიკითხავდეს, არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში ციტირებდე მუდმივად იმას, რაც გაწყობს და გვერდს უვლიდე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს, სირცხვილია, მაგრამ თავი დავანებოთ სირცხვილს, კომპრომისია სინდისთან და სინდისთან კომპრომისზე წასული ადამიანები ვერ იგებენ სინათლის სახელით ომებს, ვერა, წერტილი, არაფერი სხვა ამას არ სჭირდება, წერტილი”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ისტორია ახსნა განმარტებებს არ იმახსოვრებს, იმახსოვრებს მხოლოდ დამარცხებას. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხებულია, ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან “დაღმართზე დაგორებულ ლოდს ვერაფერი ააგორებს უკან”.

წინა სტატიამშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია“ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ელჩზე თავდასხმით, თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას – კრამერი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური