მთავარისიახლეებიშვეიცარიული ბანკი, რეზოლუციას იყენებს ივანიშვილის უფლებების შესალახად, რაც ქვეყნის დისკრედიტაციაა - ღარიბაშვილი...

შვეიცარიული ბანკი, რეზოლუციას იყენებს ივანიშვილის უფლებების შესალახად, რაც ქვეყნის დისკრედიტაციაა – ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში, ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციას შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვს გადარიცხვების შესაჩერებლად იყენებს და მის უფლებებს ლახავს:

“რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს.” წერს ღარიბაშვილი.

წერილის დიდი ნაწილიც სწორედ ივანიშვილის დაცვას და იმის მტკიცებას ეძღვნება, რომ ის ოლიგარქი არ არის.

ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლეიენს დღეს 2 წერილი მიწერა. მათ შორის ერთი რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობისთვის გავრცელებული წერილია.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...