რუსეთმა ხარკოვზე ავიაირიშები მიიტანა, დაიღუპა 2 და დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქსი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ოლქის სამედიცინო დახმარების ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსული აგრესიის შედეგად 68 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი დაიღუპნენ. დაშავებულები და ჰოსპიტალიზებულები არიან 41 ქალი და 75 წლის კაცი, – თქვა ოლეგ სინეგუბოვმა.