დონეცკში, კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ნაპოვნია ბავშვის ცხედარი

0
177

დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ-იარიში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ ბავშვის ცხედარიც იპოვეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 23:30 საათის მონაცემებით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

თავდასხმა 9 ივლისს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთმა ისკანდერი გამოიყენა.

წინა სტატია,,გაზარდე შენი ბიზნესი“ – კამპანიის ფარგლებში, ლიბერთი აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს [Video]
შემდეგი სტატიანიკოლაევში დილით სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური