პენიტენციურის ჯანდაცვის დეპარტამენტი და კლინიკა სიტუაციას მართავენ სრულად – გაბუნია მიხეილ სააკაშვილზე

0
216

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ე.წ. პიჯაკების საქმე უნდა განხილულიყო.

პროცესის გადადების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სასამართლოს წერილით კლინიკა ვივა მედმა მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ სხდომას დაესწროს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში უცხოელი ექსპერტების ჩართვას, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამჟამად უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე სამინისტროს მოთხოვნა არ მიუღია.

“ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი მართავენ სიტუაციას სრულად, ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლაზე და მათთვის დროებითი სერთიფიკატის გაცემაზე, როცა იყო ამის მოთხოვნა. ახლა ჩვენთან მოთხოვნა ამაზე არ შემოსულა”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაიაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური