სევეროდონეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელოდება – გაიდაი

0
213

ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა – აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში არ არის წყალი, გაზი, ელექტროენერგია. თებერვლის შემდეგ, მასიური დაბომბვებისას განადგურდა საჭირო ინფრასტრუქტურა და აქტიური საომარი მოქმედებების გამო, შეკეთებაც შეუძლებელია. დიდ პრობლემაა ქალაქის საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებითაც,

“არ მუშაობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, ასევე სატუმბი სადგურები. კანალიზაცია გროვდება. ამას დაუმატეთ ჰაერის ტემპერატურა, ასევე ცხედრების სუნი – მათი, ვინც ეზოებში დამარხეს და ბევრი რჩება ბინებსა და სადარბაზოებში…სევეროდონეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელოდება“, – თქვა გაიდაიმ.

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი 25 ივნისს სრულად აიღეს.

წინა სტატია15 ივლისამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა 2021 წელს დაახლოებით 320 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური