ადგილი აქვს ჩვენს ჟურნალისტებზე, დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას – პირველი არხი

0
212

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ადგილი აქვს მათ ჟურნალისტებზე, დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე “ორკესტრირებულ თავდასხმას”.

პირველი არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მედია აღარასოდეს გახდება არცერთი პოლიტიკური ძალისთვის მხარე. მისივე აზრით, დაგროვებული გამოცდილება “საზოგდოებრივ მაუწყებელში” დასაქმებულ ადამიანებს არ მისცემს იმავე შეცდომის დაშვების უფლებას.

გთავაზობთ განცხდებას სრულად:

“ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე, მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას.

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი თავისუფალი და ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკა არის თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის უდიდესი მონაპოვარი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ქვეყნის მთავარი ევროპული ინსტიტუცია, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არის ევროპული პრაქტიკის ანალოგი, რომელზეც აპელირება იაფი პოლიტიკური ხერხია და არაფერი აქვს საერთო ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკასთან და დამოუკიდებლობასთან.

დაფინანსების არსებული ფორმა იძლევა მყარ გარანტიას, რომ ორგანიზაცია იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან თუ ოპოზიციისგან”.

წინა სტატიაიაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, შინძო აბე გარდაიცვალა
შემდეგი სტატია15 ივლისამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური