ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები აქციას მართავენ – მიზეზი მფლობელის ცვლილებაა

0
372

ამ წუთებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში დასაქმებული ექიმები აქციას მართავენ. მათი პროტესტის მიზეზი ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკას პროფილი ეცვლება და ის “ტატიშვილის კლინიკის” მართვაში გადადის, იცვლება დირექტორიც.

ექიმები ამბობენ, რომ პოლიკლინიკა წლებია აფხაზეთიდან დევნილებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურება. მათ აქვთ მოლოდინი, რომ კლინიკაში მომსახურების ტარიფები გაიზრდება, ეს კი დევნილებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

გაფიცული ექიმები ითხოვენ კლინიკის პროფილი არ შეიცვალოს და იგივე მართვაში დარჩეს.

წინა სტატია5 ივლისს ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად მიიღო
შემდეგი სტატიაერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 3 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური