მთავარისიახლეებისაზოგადოებალექსო ლაშქარავასა და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

ლექსო ლაშქარავასა და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

Published on

ზუსტად ერთი წელი გავიდა დღეს, 5 ივლისს მას შემდეგ, რაც თბილისში, ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჟგუფების სამიზნე “თბილის პრაიდის” ოფისი, ქვიარ-ადამიანები და ჟურნალისტები გახდნენ. 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ადგილზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ ნაწილს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

ამ დღეს დაზიანებები მიიღო და 11 ივლისს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. 

ვითარების განმუხტვა პოლიციის ეკიპაჟებით გახდა შესაძლებელი. სამართალდამცველებმა ჟურნალისტები ადგილიდან პატრულის მანქანებით განარიდეს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისიც.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, საერთო ჯამში კი 5 ივლისის საქმეს, 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

გამოიწერეთ ჩვენი ტელეგრამ-არხი და მიადევნეთ თვალი მოკლე, ოპერატიულ, მუდმივად განახლებულ ცნობებს უკრაინიდან და არამარტო უკრაინიდან:

https://t.me/tvodishi

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...