მთავარისიახლეებიგერმანიაში სამუშაოდ წასულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს - ისინი კომპენსაციას მიიღებენ

გერმანიაში სამუშაოდ წასულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს – ისინი კომპენსაციას მიიღებენ

Published on

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს. ისინი კომპენსაციას მიიღებენ.

საუბარია საქართველოს 18 მოქალაქეზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა. მათგან 11 საქართველოს სასამართლოებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

“გერმანულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართველების სეზონური მუშების სარჩელი და მათ სასარგებლოდ გერმანელ დამსაქმებელს დააკისრა გასული წლის მაისის პერიოდში იძულებული მოცდენის სახით თანხის ანაზღაურება. აქ უკვე ვედავებით დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს. ჩვენი მოსაზრებით, მათი პოზიცია უნდა ყოფილიყო, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლებში გაეკეთებინათ მაქსიმუმი და დაეცვათ საქართველოს მოქალაქეები იმ ყოფისგან რაც იქ გადაიტანეს და ამავდროულად მიგვაჩნია, რომ იმ ტრავმისთვის ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე მიუღებელი შემოსავლისაც”, – თქვა თამილა გაბაიძემ.

ცნობისთვის, გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებსა და მათთვის მიუღებელ სამუშაო პირობებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობდა, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა უწევდათ.

სიახლეები

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ – ხოშტარია

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ, რეჟიმთან არ ვითანამშრომლებთ, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...

ბლეიზ მეტრეველი – პირველი ქალი, რომელიც MI 6-ის უფროსად დაინიშნა

ქართველი ემიგრანტის ჩამომავალი ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა,...

რა ხდება ირანში ისრაელის ავიადარტყმების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა გაჟონვა?

ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ისმის შეკითხვა- „არის თუ არა საფრთხე, ირანში რადიაციამ გაჟონოს იმ...

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...