მთავარისიახლეებიმსოფლიოზმეინნიზე უკრაინელები ჯერ არ გადამსხდარან, იქ დროშა ვერტმფრენიდან ჩააგდეს

ზმეინნიზე უკრაინელები ჯერ არ გადამსხდარან, იქ დროშა ვერტმფრენიდან ჩააგდეს

Published on

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულ ზმეინნიზე, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ იყო ოკუპირებული და იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ, უკრაინის მხრიდან მასობრივი დაბომბვის გამო, უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა. 

როგორც ირკვევა, კუნძულზე უკრაინელი ჯარისკაცები და მესაზღვრეები ჯერ არ გადაუსხამთ, მაგრამ ოკუპანტებისგან თავისუფალ კუნძულზე, სიმბოლურად, დროშა ვერტმფრენიდან ჩააგდეს, ხოლო ის ფოტო, რაც გავრცელდა, ომამდეა გადაღებული, როცა უკრაინელები კუნძულზე იმყოფებნოდნენ. 

შეგახსენებთ, სწორედ კუნძულ ზმეინნის უკავშირდება ცნობილი ფრაზა რუსულ სამხედრო ხომალდზე, რომელიც კრეისერი “მოსკვა” აღმოჩნდა. მაშინ მესაზღვრეთა უკრაინული გარნიზონის წევრები ტყვედ აიყვანეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ. ორი მათგანი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა. 

–

გამოიწერეთ ჩვენი ტელეგრამ-არხი და მიადევნეთ თვალი მოკლე, ოპერატიულ, მუდმივად განახლებულ ცნობებს უკრაინიდან და არამარტო უკრაინიდან:

https://t.me/tvodishi

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...