რომის პაპს მოსკოვსა და კიევში ჩასვლის სურვილი აქვს

0
165

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინისა და რუსეთის დედაქალაქებში ვიზიტის სურვილს გამოთქვამს, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას.

“მე მსურს წავიდე [უკრაინაში], მე მინდოდა, წავსულიყავი მოსკოვში ჯერ. ჩვენ გავცვალეთ მესიჯები ამის შესახებ… ახლა, როცა კანადიდან დავბრუნდი, შესაძლებელია მოვახერხო უკრაინაში წასვლა. პირველ რიგში რუსეთში უნდა წავიდე, რათა რაღაცნაირად დავეხმარო, თუმცა სურვილი მაქვს, რომ ორივე დედაქალაქში წავიდე”, – თქვა მან.

ცნობისთვის, რომის პაპი მოსკოვში ვიზიტს მანამდეც გეგმავდა. როცა მას ვიზიტთან დაკავშირებით ჰკითხეს, თქვა, რომ მოსკოვმა მის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ შესაფერისი დრო არ იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რომის პაპმა არაერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მას “სასტიკი და უაზრო ომი” უწოდა.

წინა სტატიალისიჩანსკის შემდეგ, რუსეთი კონცენტრირებული იქნება დონეცკის რეგიონის აღებაზე – ბრიტანეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიარადიკალური ოპოზიციისთვის EU-ს კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო – კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური