ლისიჩანსკის შემდეგ, რუსეთი კონცენტრირებული იქნება დონეცკის რეგიონის აღებაზე – ბრიტანეთის დაზვერვა

0
160

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ლისიჩანსკზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, რუსული საოკუპაციო ძალები დონეცკის რეგიონის სრულად აღებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის დიდი ნაწილიც ამ დრომდე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში კვლავ “დამანგრეველ გავლენას” ახდენს უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორზე. ომმა გამოიწვია სერიოზული შეფერხებები თესლისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვში, რომლებზეც დამოკიდებულნი არიან უკრაინელი ფერმერები.

“ოდესის რუსული ბლოკადა აგრძელებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის სერიოზულ შეზღუდვას. ამის გამო, 2022 წელს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2021 წლის მთლიანი მოცულობის 35%-ზე მეტი იყოს.” ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

შეგახსენებთ, უკრაინამ ოფიციალურად გუშინ დაადასტურა, რომ უკრაინული ძალები ლისიჩანსკს ტოვებენ, მტრის რიცხობრივი და სამხედრო უპირატესობის გამო.

წინა სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
შემდეგი სტატიარომის პაპს მოსკოვსა და კიევში ჩასვლის სურვილი აქვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური