ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა – რა გაძვირდა

0
182

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

პური და პურპროდუქტები 35.0%
ბოსტნეული და ბაღჩეული 33.4%
ხილი და ყურძენი 31.8%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.0%
რძე, ყველი და კვერცხი 19.5%
ყავა, ჩაი და კაკაო 18.0%
თევზეული 17.9%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.0%
ზეთი და ცხიმი 14.9%
ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.3%
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით. ფასები მომატებულია:

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 23.6%
სატრანსპორტო მომსახურებაზე 14.1%
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 6.2%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.0 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 26.2%
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 12.7%
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 6.0%

წინა სტატიადემონსტრანტებმა კანცელარიის ტერიტორია დატოვეს – მთავრობის სხდომის დაწყების დრო უცნობია
შემდეგი სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური