დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება

0
294

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.
წელს ზუგდიდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა მისამართი შეიცვალა და ის ქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში ტარდება.

საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 2 500-ზე მეტი სტუდენტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად კი სულ 34 500-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.

წინა სტატია35 870 ჯარისკაცი, 1 582 ტანკი, 3 737 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 2 ივლისის მონაცემებით
შემდეგი სტატიადაახლოებით 36 200 ჯარისკაცი, 1 589 ტანკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 4 ივლისის მონაცემებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური