დემონსტრანტებმა კანცელარიის ტერიტორია დატოვეს – მთავრობის სხდომის დაწყების დრო უცნობია

0
160

პროტესტი ამ ეტაპზე დასრულებულია. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. სახალხო მოძრაობის წევრებმა კანცელარიასთან მთელი ღამე გაათენეს. მოთხოვნები უცვლელია – გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა.

აქციის მონაწილეები დილიდან ელოდნენ კანცელარიაში პრემიერ ღარიბაშვილისა და მის მინისტრებს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ორშაბათის ტრადიციული სხდომისთვის ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ. როდის დაიწყება მთავრობის სხდომა უცნობია.

ტერიტორიას ტოვებენ პოლიციელებიც, რომლებმაც ღარიბაშვილის დასაცავად მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადეს. ისინი მათივე მიტანილ რკინის ჯებირებსაც შლიან და მიაქვთ.

სახალხო მოძრაობა კი სამოქმედო გეგმას კონსულტაციების შემდეგ გაახმოვანებს. როდის იქნება და რა ფორმით შემდეგი პროტესტი, ჯერჯერობით უცნობია.

წინა სტატია$2 მლნ-ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული – 1 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა – რა გაძვირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური