მახარაძე, ვარდოსანიძე, მარტინენკო, ფალავანდიშვილები – მთაწმინდაზე ჯამში 26 ადამიანი დააკავეს

0
297

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთაწმინდაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის 26 წარმომადგენელი დააკავა.

უწყების ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

დაკავებულებს შორის არიან ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო, ასევე გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წელს “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, ღირსების მარში არ გაიმართა და კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებები დახურულ ფორმატში დაანონსდა, მოძალადეები ისევ იმუქრებოდნენ. ამის გამო, 27 ივნისს ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

წინა სტატია3 ივლისს ზუგდიდშიც სამხარეოადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია “შინ ევროპისკენ“
შემდეგი სტატია35 870 ჯარისკაცი, 1 582 ტანკი, 3 737 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 2 ივლისის მონაცემებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური