უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 343-მდე გაიზარდა

0
207

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 343-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 635-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 339, ხარკოვის ოლქში – 185, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 102 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 215 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატია35 750 ჯარისკაცი, 1 577 ტანკი, 3 736 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინის გენშტაბის მონაცემებით
შემდეგი სტატიასაფრანგეთში საქართველოს ელჩმა, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის მიზეზით თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური