თურქეთში, ქემალფაშასა და ხოფას შორის ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

0
308

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. დიდი ზომის ლოდები ტრაილერებს დაეცა. თურქული მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მედიის ცნობით, შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო გზაზე ხოფასა და ქემალფაშას შორის დილის 08:10 საათზე მოხდა, ლოდების ჩამოშლა მეწყერმა გამოიწვია.

პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა 3 სატვირთო მანქანა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წინა სტატიამე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს – “ოცნება” დეგნანს განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაევროპული საბჭო ევროპარლამენტს სთხოვს სანქციების დარღვევა EU-ს დანაშაულთა სიას დაემატოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური