რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს – “აზოვსტალის” დამცველის, სერგეი ვოლინას და

0
186

სამხედროების 99%-ს, რომლებიც რუსების ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს, – ინფორმაციას დატყვევებული “აზოვსტალის” დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო ავრცელებს.

მისი თქმით, ზოგიერთ ჯარისკაცს არ ესმის, ზოგი კი ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს. მათ დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება და გამოკვლევა სჭირდებათ.

თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, გუშინ, ტყვეთა გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 მებრძოლი გაათავისუფლეს. აქედან 95 “აზოვსტალის” დამცველია, 43 კი უშუალოდ “აზოვის” ბატალიონის სამხედრო.

წინა სტატიანიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია“ასეთი პოლიტიკოსების გამო ვერ მიიღეთ სტატუსი” | ჩეხი ექსპერტი სტალინის მეხოტბე ბეჟან წაქაძეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური