პირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ – ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე

0
175

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტერ მიკისკა ამბობს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, ახლა საუბარი იმაზე, რომ 6 თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა მაინც ვერ მიიღებს ნაადრევია.

“ამ რეკომენდაციების შესრულება, პრიველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, რომლებიც უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ ამის შემდეგ კი შეგვიძლია გავმართოთ დისკუსიები, გვქონდეს კომუნიკაცია და განვიხილოთ როგორ იქნა შესრულებული რეკომენდაციები მთავრობის მიერ. იმის თქმა, რომ საქართველო 6 თვის შემდეგაც ვერ მიიღებს სტატუსს არის ნაადრევი, უნდა დაველოდოთ რას გააკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით და როგორ შეასრულებს ის ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს, ახლა კი ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ამაზე საუბარი ნაადრევია”, – თქვა პეტერ მიკისკამ.

ცნობისთვის, გუშინ “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის თემა იყო ერთგვარი “სათაგური”, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. მათივე აზრით, სანქციების ან ომში ჩართვის გარეშე ჩვენ 6 თვეშიც სტატუსს არავინ მოგვანიჭებს.

წინა სტატიადაპირისპირება მაღლივში – “ოცნების” პარტაქტივი სტუდენტებსა და “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს თავს დაესხა
შემდეგი სტატიამე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს – “ოცნება” დეგნანს განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური