მერი შიშობს, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში მეტ ცხედარს იპოვიან – დაკარგულად 21 ადამიანი ითვლება

0
174

უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის თქმით, გრძელდება სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შედეგად იქ დარჩენილი მოქალაქეების ძებნა.

მისივე თქმით, რაკეტა აფეთქდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში და რომ ცენტრის ამ ნაწილში ნანგრევების დიდი რაოდენობა იყო. მერი შიშობს, რომ ადგილზე შესაძლოა სხვა ცხედრებიც იპოვონ.

დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 18 ადამიანია, კიდევ 21 დაკარგულად ითვლება.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსული KH-22 რაკეტით, რომელსაც შეუძლია 1 ტონამდე ასაფეთქებელი მასალის გადატანა. რუსეთმა უარყო, რომ მათ დაარტყეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც დაახლოებით 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები იყვნენ.

წინა სტატიასტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების გატარება ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას – დეგნანი
შემდეგი სტატიაარავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ჩვენი სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს – კელი დეგნანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური