მთავარისიახლეებიმე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს - "ოცნება" დეგნანს განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს – “ოცნება” დეგნანს განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სიფრთხილისკენ მოუწოდებს “ყველას” საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას. ბოჭორიშვილმა ეს კომენტარი აშშ-ს ელჩის, კელი დაგნანის განცხადების შეფასებისას გააკეთა:

“ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ორი ოკუპირებული რეგიონი და რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ყველას, ნებისმიერი ნაბიჯის თუ განცხადების გაკეთებისგან” ამბობს ბოჭორიშვილი

“მე არც ეს კომენტარი გამიკეთებია და შესაბამისად, ვერც ამ კომენტარის კომენტარზე გავაკეთებ…მე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი ვის აქვს წაკითხული” – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა დეგნანის განცხადებას.

არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ეს დეზინფორმაცია FSB-დან მოდის – ეს განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის და ევროპის სურვილია, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდეს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...