მარიუპოლის თეატრზე დარტყმა რუსების მიერ ჩადენილი აშკარა ომის დანაშაულია – Amnesty International

0
158

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში დრამატულ თეატრზე განხორციელებული დამანგრეველი იერიშის შესახებ.

Amnesty International-ის ფართო გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, როდესაც მარტში თეატრს დაარტყეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა თეატრს დაატყეს მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, შენობას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს – “რაც თავდასხმას აშკარა სამხედრო დანაშაულად აქცევს”.

Amnesty International-ის ჯგუფმა გამოიკითხა მრავალი გადარჩენილი ადამიანი და შეაგროვა ვრცელი ციფრული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც თითქმის დარწმუნებით შეუძლიათ დაასკვნან, რომ თავდასხმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავის მიერ განხორციელდა, რომელმაც ორი 500 კგ-იანი ბომბი ჩამოაგდო. ბომბები ერთმანეთის ახლოს ჩამოვარდა და ერთდროულად აფეთქდა.

“თვეების ზედმიწევნით ზუსტი გამოძიების შემდეგ, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის ინტერვიუს შემდეგ, ჩვენ დავასკვენით, რომ დარტყმა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც ჩადენილი იყო რუსეთის ძალების მიერ”, – თქვა აგნეს კალამარმა, Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და ყველა სხვა ორგანომ, რომელსაც აქვს იურისდიქცია ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, უნდა გამოიძიოს ეს თავდასხმა, როგორც ომის დანაშაული.

Amnesty International-მა დაავალა ფიზიკოსს აეგო აფეთქების მათემატიკური მოდელი, რათა დაედგინა “წმინდა ფეთქებადი წონა”, რომელიც საჭირო იქნებოდა თეატრში იმ განადგურების დონის გამოსაწვევად, რაც თავდასხმის შემდეგ ნახეს. რუსეთის არსენალში არსებულ საჰაერო ბომბებთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ იარაღი იყო, სავარაუდოდ, ერთი და იგივე მოდელის ორი 500 კგ ბომბი, რომელიც გამოიმუშავებდა სულ 440-600 კგ “წმინდა ფეთქებად წონას”.

სავარაუდოდ, შეტევა სუ-25, სუ-30 ან სუ-34 თვითმფირნავებით განახორციელეს.

წინა სტატიაგაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი – ადმინისტრაცია
შემდეგი სტატია3 ივლისის აქციისთვის მზადება გრძელდება – კამპანიის “შინ ევროპისკენ” მონაწილეები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური