გაიცა ბრძანება, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები და მათი ოჯახის წევრები 3 ივლისის აქციაზე არ მივიდნენ – გიორგი კაპანაძე

0
188

მასშტაბურ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლებამ სრული მობილიზება გამოაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კაპანაძე ამტკიცებს, რომ დავალებები მინისტრების დონეზე უკვე გაიცა, მინისტრებმა კი მოადგილეებს საჯარო სამსახურებში დასაქმებული ყველა პირის, პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვეს.

განკარგულების მიხედვით, 3 ივლისის აქციაზე მისვლა არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეკრძალებათ.

“როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია 3 ივლისის აქციის, რადგან გაიცა ბრძანება, რომ მინისტრებმა დაავალონ თავიანთ მოადგილეებს და მოადგილეები ემუშაონ უკვე საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ მივიდეს 3 ივლისის აქციაზე. ასევე მათ დაავალეს, რომ თავიანთ ოჯახის წევრებს ემუშაონ, რომ თავი შეიკავონ 3 ივლისის აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია ამ აქციის, უახლოვდება თავის პოლიტიკურ დასასრულს და იყენებს ყველა რეპრესიულ საშუალებას იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს აქციაზე”, – თქვა კაპანაძემ.

წინა სტატია“ასეთი პოლიტიკოსების გამო ვერ მიიღეთ სტატუსი” | ჩეხი ექსპერტი სტალინის მეხოტბე ბეჟან წაქაძეზე
შემდეგი სტატიაგაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი – ადმინისტრაცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური