დაპირისპირება მაღლივში – “ოცნების” პარტაქტივი სტუდენტებსა და “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს თავს დაესხა

0
188

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრები უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ, როცა ქართული ოცნების პარტაქტივმა, სტუდენტების კამპანიის ჩაშლა სცადა. ერთ-ერთი, ასეთი ნიკოლოზ მელიქიშვილია, ისნის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთიდან.

ხელისუფლების მითითების შემსრულებლები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს. ოცნების პარტაქტივი ამტკიცებს რომ 3 ივლისის აქციის უკან “დესტრუქციული ოპოზიცია” დგას.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის ჩაშლა ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებმა გუშინ რეგიონებშიც სცადეს. საჯარო მოხელეები საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს მიუვარდნენ და თავს დაესხნენ. თითქმის ყველა მათგანი სახელებითა და გვარებით, უკვე იდენტიფიცირებულია და როგორც ირკვევა, “ოცნებას” სხვადასხვა თანამდებობებზე ჰყავს დასაქმებული.

წინა სტატია“ოცნება” ცდილობს შეხვედრების ჩაშლას, მივმართავთ შსს-ს უსაფრთხოება უზრუნველყოს – შინ ევროპისკენ
შემდეგი სტატიაპირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ – ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური