არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია

0
190

ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

იმ შემთხვევაში კი, თუ სანქციები გაფართოვდება და ინტერ რაოს შვილობილ კომპანია “თელმიკოს” შეეხება, ნარმანიას თქმით, ეს ელექტროენერგიის მიწოდებას არ შეაფერხებს:

“ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს.

იმ შემთხვევაში თუ გაფართოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ბრიფინგზე.

წინა სტატია3 ივლისის აქციისთვის მზადება გრძელდება – კამპანიის “შინ ევროპისკენ” მონაწილეები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან
შემდეგი სტატია24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი – რეზნიკოვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური