24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი – რეზნიკოვი

0
201

მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა კითხვაზე, რა გზავნილის მიტანა სურს ნატოსთვის, პასუხობს

„გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ეს არის სრულიად გულწრფელი და ეს არის რეალობა – უპასუხა რეზნიკოვმა.

მან განმარტა, რომ უკრაინა ამ ომში ბრძოლის წინა ხაზზეა და თუ ის დაეცემა, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპის ქვეყნები იქნება.

„ნუ გეშინიათ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

წინა სტატიაარ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია
შემდეგი სტატიასტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების გატარება ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას – დეგნანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური