სოლიდარობა უკრაინას, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს – ზურაბიშვილი კრემენჩუკზე

0
185

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. ზურაბიშვილი უკრაინელ მეგობრებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს.

“მინდა, მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და დღეს მომხდარი კიდევ ერთი, უსასტიკესი ფაქტის გამო, ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მათ და ვთქვა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!” – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

წინა სტატიაკრემენჩუგი, სლავიანსკი, სევეროდონეცკი – რა უნდა ვიცოდეთ ომის 125-ე დილას
შემდეგი სტატიაომის დანაშაულია, პუტინი პასუხს აგებს – G7-ის ლიდერების განცხადება კრემენჩუკში თავდასხმაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური