ომის დანაშაულია, პუტინი პასუხს აგებს – G7-ის ლიდერების განცხადება კრემენჩუკში თავდასხმაზე

0
275

G7-ის ლიდერებმა დაგმეს უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული “საშინელი” თავდასხმა. ერთობლივ განცხადებაში მათ თქვეს, რომ უკრაინის გვერდით არიან ამ სასტიკი თავდასხმის დროს უდანაშაულო მსხვერპლთა გლოვაში.

“განურჩეველი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის ომის დანაშაული. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ”,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი უზოდა. უკრაინის წარმომადგენლებმა საკითხზე სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვეს.

წინა სტატიასოლიდარობა უკრაინას, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს – ზურაბიშვილი კრემენჩუკზე
შემდეგი სტატიადღეს მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური