დღეს მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება

0
167

დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება, რომელმაც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს უკრაინაში პუტინის ომისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. სამიტი ორდღიანი იქნება.

მიიღება გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ძალების მნიშვნელოვან გაძლიერებაზეც. არსებობს მოლოდინი, რომ სამიტზე NATO-ს გაფართოების საკითხებსაც განიხილავენ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა სამიტამდე გამართულ ბრიფინგზე საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის მაგალითმა, NATO-ს პარტნიორების დროულად დახმარების აუცილებლობა უჩვენა.

“რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, თუ რამე გაკვეთილი ვისწავლეთ, არის დახმარების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა, რომ მხარდაჭერა დროულად უმჯობესია, ვიდრე დაგვიანებით. NATO ეხმარებოდა უკრაინას 2014 წელს სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის მიერ მათ შიდაპოლიტიკურ ჩარევის საფრთხის წინაშე. ველოდები, რომ ამ სამიტზე ჩვენ შევთანხმდებით პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან, ასე რომ ამ სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარების წინაშე”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე, ცნობილია, რომ სამიტს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

წინა სტატიაომის დანაშაულია, პუტინი პასუხს აგებს – G7-ის ლიდერების განცხადება კრემენჩუკში თავდასხმაზე
შემდეგი სტატიარუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრების განადგურებაზე – მამუკა მამულაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური