მარიუპოლში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

0
263

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.

მისი თქმით, საჰარეო დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე კორპუსის ნანგრევებშია დარჩენილი. რუსი ოკუპანტები მათ დაკრძალვას, როგორც ჩანს არ გეგმავენ.

“ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება”, – ამბობს ანდრიუშჩენკო.

წინა სტატიადღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება – ადვოკატები სხდომის “ვივა მედში” ჩატარებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური