ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე – პროკურატურა ითხოვს, მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება კლინიკაში მისცეს

0
210

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღეს სასამართლოს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა ემსჯელა, თუმცა ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.

ბრალდება ჩვენების კლინიკა ვივა მედში მიცემას ითხოვს. როდის და სად ჩატარდება შემდეგი პროცესი, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

“დაცვის მხარის პოზიცია იყო ის, რომ ამ სასამართლოს მიზანი თუ არაა ადამიანის წამება და პოლიტიკური მიზანი თუ არაა ამ საქმის სწრაფად დასრულება და ამას თუ არ ემსახურება სასამართლო პროცესი, არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანს, რომელიც ავადმყოფია და საკმაოდ რთულ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, შევუვარდეთ პალატაში და მისი ისევ ცუდად გახდომის რისკი შევქმნათ. არავითარი საჭიროება ამისა არ არსებობდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილი ცნობით არ ირკვეოდა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თუ არა ჩვენების მიცემა და ჯეროვანი მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესში და შესაბამისად, გადადო სხდომა”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

წინა სტატიასენატორი რიში უკრაინაში ჩავიდა
შემდეგი სტატია“ასანთის ღერებივით იყრებიან ძირს ძვირფასი ნარგავები…” – მაია კალანდია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური