მთავარისიახლეებიდღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება - ადვოკატები სხდომის "ვივა მედში"...

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება – ადვოკატები სხდომის “ვივა მედში” ჩატარებას ითხოვენ

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული. სასამართლომ ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა იმსჯელოს.

სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სასამართლო და “ქართული ოცნება” საქმის მოკლე ვადებში დასრულებას ჩქარობს, ამიტომ პროცესები ფორსირებულად მიმდინარეობს.

“წინა პროცესის ჩატარების მცდელობამ ყველაფრის ფასად ცხადყო ის, რომ ხელისუფლებას და სასამართლოს განზრახული აქვს ეს პროცესი ჩაამთავროს რაც შეიძლება სწრაფად, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ ახალი განაჩენი.

შესაძლებელია სხდომა ჩაატარონ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე, შესაძლოა, შეუვარდნენ პალატაში და აიძულონ, რომ მონაწილეობა მიიღონ პროცესზე, არაფერი აღარ არის გამორიცხული”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

დაცვის მხარის სურვილია სხდომა “ვივამედში” გაიმართოს, თუმცა დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობას მოსამართლე ჯერ უცნობია.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...