“ასანთის ღერებივით იყრებიან ძირს ძვირფასი ნარგავები…” – მაია კალანდია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე

0
290
ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მაია კალამდია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბოლოდროინდელი უამინდობის შემდეგ უამრავი მრავალწლიანი ხე წაიქცა, იქაურობა კი დაიტბორა. 
მაია კალანდია წერს, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ასეთ სავალალო მდგომარეობაში ყოფნა არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეაბილიტაციის პროექტის შედეგია, რომლის ნაწილი, 200.000 ლარი “ქართუ ბანკმა” გადაიხადა. 
საკრებულოს წევრი წერს, რომ 180 წლის წინ გაკეთებული სადრენაჟე სისტემები გამქრალია, რასაც უნიკალური ხეები და ნარგავები ეწირება, ხოლო როცა საკრებულოში, რეაბილიტაციის პროგრამით გამოწვეულ ვითარებას განიხილავდნენ და შენიშვნები გამოითქვა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლის რეპლიკა იყო, რომ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა ეკუთვნის….
“მაქსიმალურად ვცდილობ კორექტული ვიყო, ,,ქართული ოცნებიდან” საკრებულოს ახალგაზრდა დეპუტატების მიმართ. ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ასეთებიც არიან. გულწრფელად ვფიქრობ, რომ როდესაც ბიძინა აღარ იქნება და ეს მალე იქნება, მათ აქვთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს აუცილებლად გამოადგება.
დღეს ვუსმენდით ა(ა)იპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის წლიურ ანგარიშს, სადაც ვიხილავდით ბაღის ,,რეაბილიტაციის” პრობლემებს. ჩემს ყველა ემოციას, მიმდინარე
მოვლენებზე აქ გამოვხატავ, მაგრამ ვერ შევძელი გადმომეცა განწყობა, რომელიც არ მშორდება და მკლავს მესამე დღეა.
წყალში ჩამხვჩრალი, 180 წლის წინ დარგული, უნიკალური ჯიშის ხეები, მუხები და სექვოიები, რომლებმაც გაუძლეს დროსა და ჟამს, ბოლშევიკებს, მხედრიონის თარეშსა და ავტომატების ჯერებს, შემდგომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდის უყურადღებობას და მოაღწიეს აქამდე და ,,ქართუ ბანკის” მიერ შედგენილ ტრაგიკულ პროექტს, (რომლის თანხაც 200 000 ათასი ლარი ბიძინამ გადაიხადა) , შეეწირნენ.
პროექტში, რომლის ავტორია ვინმე კ. კვირაია, არსად არაა ნახსენებიც კი, ბაღის მარჯვენა, 12 ჰექტარზე გაშენებული ხეების სადრენაჟო ქსელი. 180 წლის წინ გაკეთებული დრენაჟები გამქრალია, არ არსებობს და შედეგად, მესამე წელია, ასანთის ღერებივით ძირს იყრებიან ძვირფასი ნარგავები.
დეპუტატ ოთო ქადარიას პასუხი აღნიშნულ პრობლემაზე: მადლობა გადაუხადეთ ბატონ ბიძინას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციითვის!
ბატონო ოთარ,
ბატბიძინას დაფინანსებულმა პროექტმა ქნა ის, რისი მოწმეებიც ვართ.
დანარჩენი ,,რეაბილიტაცია”, რომელმაც სრულად შეცვალა ბაღის იერსახე, ბეტონის სკვერებით და ეკლექტიკური, იაფფასიანი განათების სისტემით, ჩვენი ჯიბიდანაა დაფინანსებული.
მიუხედავად მსგავსი სიცრუისა და ბიძინათმადიდებლობისა, ჯიუტად მჯერა, რომ თქვენც ზუსტად ისე გაწუხებთ და გაღელვებთ ის, რაც ვიხილეთ ერთად, დატბორილი ბაღი, წყალში ჩამხვრჩალი ჯანმრთელი, უნიკალური ნარგავები.
ბიძინა სირცხვილია, დიდი სირცხვილი, ქვეყნის და საზოგადოების!
გთავაზობთ ფოტოებს, რომლის გამოქვეყნება დღემდე ვერ შევძელი”, – წერს მაია კალანდია “ფეისბუქზე”. 
წინა სტატიაე.წ. საზღვრის კვეთის საქმე – პროკურატურა ითხოვს, მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება კლინიკაში მისცეს
შემდეგი სტატიაკრემენჩუგი, სლავიანსკი, სევეროდონეცკი – რა უნდა ვიცოდეთ ომის 125-ე დილას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური