სამწუხარო იყო განცხადება, რომელიც ამ დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა – ჩიქოვანი PACE-ში

0
284

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვნამა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიუღებელი იყო განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერდა.

ჩიქოვანმა ივანიშვილი “თანამედროვეობის გამორჩეულ ფილანთროპად” მოიხსენია და თქვა, რომ მან საქართველოში ტოტალიტარიზმი დაამარცხა.

​”უნდა ითქვას, ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, მაშინ, როცა ვიცით, ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ძალიან სამწუხარო იყო ის განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში გაჟღერდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანთროპისთვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მან საკუთარ თავზე აიღო ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისთვის. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნათლად განაცხადა, რა არის ჩვენი გეგმა: ჩვენი გეგმაა, რომ ვიმუშაოთ ბევრი და დავრწმუნდეთ, რომ ევროსაბჭოს ყველა პირობა შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო იყო და დარჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების კუთხით”, – თქვა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, 21 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სიტყვით გამოვიდა და თქვა: “საქართველოს ახლა ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გთხოვთ არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში”.

წინა სტატიაეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები, არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მთავრობის სარჩელი განსახილველად მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური