მთავარისიახლეებისაბჭოს დასკვნაშია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროპულ გზას უხსნის... კანდიდატის სტატუსს უკრაინა და...

საბჭოს დასკვნაშია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროპულ გზას უხსნის… კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ – მეცოლა

Published on

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ.

რაც შეეხება საქართველოს, მეცოლა ამბობს, რომ ევროკომისიის დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ნაბიჯი, რაც საქართველოს სტატუსის მისაღებად გზას გაუხსნის.

“მე ბევრ ქართველს ვესაუბრე ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში. საბჭოს დასკვნაში ნათქვამია ყველაფერი, რაც უხსნის ევროპულ გზას საქართველოს. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და ეს ასახული იქნება ევროპული საბჭოს დღევანდელ დასკვნაშიც. ახლა განსაკუთრებული მომენტია, რადგან ჩვენს კონტინენტზე ომია და ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს როგორც მინიმუმ, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ”, – თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთან, ევროპარლამენტმა მოუწოდა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებებს, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....