მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 120-ე დღეს: სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე

რა უნდა ვიცოდეთ ომის 120-ე დღეს: სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე

Published on

22-23 ივნისის შუალედში, დღე-ღამის განმავლობაში, რუსული შენაერთების მასობრივ შეტევებს უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, ნაწილობრივი წარმატება მოჰყვა.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა შენაერთებმა რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელეს სევეროდონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისკენ, საფრთხეშია ლისიჩანსკი, რომელსაც არტილერიის მეშვეობით უტევენ.

რუსული შენაერთები აგრძელებენ ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილის განაპირა დასახლებული პუნქტების შტურმს.

სევეროდონეცკში მიმდინარე შეტაკებების გამო იზიუმი-სლავიანსკის მიმართულებით რუსული შენაერთების შეტევები გაჭიანურდა.

რუსულმა შენაერთებმა, დიდი ალბათობით, მოიგერიეს უკრაინის შეტევები მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ ნაპირზე, რომელიც ხერსონი-მიკოლაევის ადმინისტრაციულ საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.

ამავდროულად, უკრაინელებს წარმატებული მონაკვეთიც აქვთ ხერსონის მიმართულებაზე, სადაც დივერსიულმა-სადაზვერვო ჯგუფებმა წინ წაიწიეს და მათი ნაწილი წუხელ ხერსონშიც შევიდა. 

უკრაინელებმა ისევ დაარტყეს ოკუპირებულ კუნძულ ზმეინნის, სადაც გაანადგურეს მტრის სარაკეტო კომპლექსი. ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ და მისი ლოკალიზება მხოლოდ გამთენიისას მოახერხეს. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...