პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში საქართველოს აქვს შანსი და მიიღებს კანდიდატის სტატუსს – გიორგი ჩალაძე

0
237

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

როგორც ჩალაძემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ აღნიშნა, ახლა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქვეყანას ევროპული პერსპექტივა შეუქმნას.

“მთავარი მესიჯი არის, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. ევროკავშირი მზად არის ამის დასაკმაყოფილებლად, ოღონდ არის ერთი წინაპირობა – საქართველოს სჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ქალბატონმა რასა იუკნევიჩიენემ, სახელდაგვარობით დაასახელა ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მედიამენეჯერი ნიკა გვარამია და მოითხოვა, რომ ეს ორი ადამიანი უნდა იქნას გათავისუფლებული. წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი და მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ახლა უნდა გადაწყვიტოს ღარიბაშვილმა და მისმა ხელმძღვანელმა, უნდათ თუ არა საქართველოს შეუქმნან ევროპული პერსპექტივა”, – თქვა გიორგი ჩალაძემ.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრმა ბრიუსელში შეხვედრები მესამე პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართა.

წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ ომის 120-ე დღეს: სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე
შემდეგი სტატიასამივე ქვეყანას მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი – აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური