კარლ ბილტი აიჭრა, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა – ირაკლი კობახიძე

0
198

„კორუმპირებული კაცი, რომელიც ლობირებდა ნაციონალური მოძრაობის სისხლიან რეჟის“ – ასე პასუხობს ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ კარლ ბილტზე დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძე.

“რელსებიდან გადასული პრემიერი“ უწოდა შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს, რომელიც მან გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძე კი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა და მაგიტომ აიჭრა კარლ ბილტი.

„კარლ ბილტი აიჭრა, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა. ის არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. კორუმპირებული კაცი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაც-მოძრაობა როდესაც აქ ამყარებდა სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ, ფულის სანაცვლოდ, კარლ ბილტი დუბლირებდა ნაციონალების სისხლიან რეჟიმს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილმა EU-ს 27 ქვეყნის ლიდერს მიმართა
შემდეგი სტატიაევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური