მთავარისიახლეებიგუშინ ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს არ შეასრულებს - სამადაშვილი

გუშინ ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს არ შეასრულებს – სამადაშვილი

Published on

პარტია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო, საქართველო ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

“თუ რაიმე თეორიული შანსი არსებობდა გუშინ აქ, ამ დარბაზში ღარიბაშვილის გამოსვლამდე, რომ პოლიტიკური ნება ჩამოყალიბებულიყო განსხვავებულად ევროკავშირში, გუშინ ღარიბაშვილმა განაცხადა ღიად, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ აპირებს არცერთი რეკომენდაციის შესრულებას, რაც ევროკავშირმა გასცა. შეიძლება ითქვას, რომ საბოტაჟი ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღების ბოლომდე მიიყვანა გუშინ აქ ღარიბაშვილმა. ამიტომ, მე ველოდები, რომ მოლდოვას და უკრაინას მისცემენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი ამ სტატუსს ვერ მიიღებს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

ანტისახელმწიფოებრივი და სიძულვილით სავსე გამოსვლა, წინა ხელისუფლების დადანაშაულება და შეურაცხმყოფელი რიტორიკა ოპონენტების მისამართით – ასე აფასებენ ოპოზიციაში პრემიერის გუშინდელ მოხსენებას, რომელიც ძირითადად ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ყველაზე დიდ ქველმოქმედზე საუბარს, “ქართული ოცნების” მიღწევებსა და ოპონენტების ლანძღვას დაეთმო.

პრემიერმა წინა ხელისუფლება დაადანაშაულა იმ ყველაფერში, რასაც “ოცნება” საკუთარ ამომრჩევლებს დაჰპირდა და შემდეგ აღარ განახორციელა. “საცოდავები”, “წამალი დალიე”, “საავადმყოფოში გადაიყვანეთ”, “დაწყნარდი”, “ჩუმად იყავი”, “ყველა სამკურნალოა”, “მოღალატე”, “მკვლელები” – ამ სიტყვებით მიმართავდა ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...