მთავარისიახლეებიდარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინასა და მოლდოვას - მიშელი

დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინასა და მოლდოვას – მიშელი

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მისცემენ.

“გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის. ეს არის ასევე გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ.

დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ. გამოვხატავთ ნათელ და ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, დღეს იმართება ევროკავშირის სამიტი, სადაც ლიდერებმა სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...