მთავარისიახლეებიმსოფლიო"აზოვსტალის" ტყვეთა ნაწილი სახლში მალე დაბრუნდება - უკრაინის დაზვერვა

“აზოვსტალის” ტყვეთა ნაწილი სახლში მალე დაბრუნდება – უკრაინის დაზვერვა

Published on

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, “აზოვსტალის” ტყვეთა ნაწილი შინ დაბრუნდეს. 

ამის შესახებ საუბრისას ბუდანოვმა დაამატა, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, თუმცა, დეტალებზე ვერ ილაპარაკებს. 

შეგახსენებთ, “აზოვსტალიდან” ტყვედ ჩაბარებულ უკრაინელ მეომართა რიცხვი 2.000-ს აჭარბებს. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან გადანაწილებული. ერთერთი ვერსიით, პოლკ “აზოვის” მეთაური და სხვა საკვანძო ფიგურები მოსკოვში, “ლეფორტოვოს” წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რომელსაც “დისიდენტთა იზოლატორს” უწოდებენ. 

“აზოვსტალის” ტყვეებზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ირინა ვერეშჩუკმა, რომელმაც თქვა, რომ “აზოვსტალის” მცველები ცოცხლები არიან, მაგრამ მათი ყოფის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...