გვერდით გადავდოთ ყველაფერი რაც გვყოფს, ამათ წავართვათ ძალაუფლება – ჯაფარიძე ღარიბაშვილზე

0
223

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში პრემიერმინისტრის წლიურ მოსმენას ეხმაურება და წერს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ევროკომისიის არცერთი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

მისი თქმით, მთავრობის ერთადერთი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილის კარგად ყოფნაა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველას ვისაც უნდა მომავალი თაობის ადამიანებმა გააგრძელონ ცხოვრება ისე, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა უნდა გაერთიანდნენ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წასართმევად.

“ღარიბაშვილს თუ უსმენთ:

– არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე ნატოსიც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსაც

– სირზე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი

– არაფერი ამ პარლამენტიდან არ გამოვა. ეს მასკარადი არის მაქსიმუმი რაც შეიძლება ნახოს პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა

– ყველამ, ვისაც მართლა გვინდა ჩვენმა შვილებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა რომ გვერდით გადავდოთ ყველაფერი რაც გვყოფს, ერთად დავდგეთ როგორც 20-ში, და ამათ წავართვათ ძალაუფლება”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

წინა სტატია2008 წლის ომი ტრაგედია იყო, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატია“აზოვსტალის” ტყვეთა ნაწილი სახლში მალე დაბრუნდება – უკრაინის დაზვერვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური