ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს გამართულ აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას. კრამონმა Twitter-ზე სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა.
“საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.
ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”, – წერს კრამონი.
🇬🇪 #Georgia is #Europe because its people say so! It is a nation with European heart, European values, European future. No political party or external country can change that.
Doors of the #EU are wide open for you. You the people have power to determine the fate of your country. pic.twitter.com/rXhOa8IHX1
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 21, 2022
ვიდეო მიმართვაში, სადაც 20 ივნისის აქციის კადრებიცაა, კრამონი ამბობს:
ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევით შედეგია ეს დიდი შეკრება ამ საღამოს. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.
თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!